დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1009 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 01/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1009
2005 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №126, მუხლი 1050) დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ ნუსხაში, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ნუსხის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სისტემაში:
1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე;
2. სამსახურის სამმართველოს უფროსი;
3. სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
4. სამსახურის განყოფილების უფროსი;
5. სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
6. სამსახურის ქვეგანყოფილების უფროსი;
7. უფროსი იურისტი;
8. უფროსი ინსპექტორი;
9. სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
10. სამსახურის ოპერატიული თანამშრომელი.“
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები