დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 მარტის №154 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 967 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 01/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.610.000.08.002.003 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №967
2005 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 მარტის №154 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 მარტის №154 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №33, მუხ. 321) დამტკიცებულ საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქ. თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზის მეორე სალონითა და გასასვლელით სარგებლობენ:
– საქართველოს მთავრობის წევრები;
– საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
– საქართველოს გენერალური პროკურორი;
– საქართველოს პარლამენტის წევრები;
– საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
– საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
– საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების და მთავრობის თავმჯდომარეები;
– საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
– საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
– საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
– საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
– ქ. თბილისის მერი;
– საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები;
– საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელები;
– საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საერთაშორისო მისიათა ხელმძღვანელები;
– ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მგზავრობენ მათთან ერთად;
– დელეგაციები ზემოაღნიშნულ პირთა მეთაურობით;
– ზემოაღნიშნულ პირთა მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები და დელეგაციები.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები