`საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 952
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 136, 24/11/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 23/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
  • Word
952
21/11/2005
სსმ, 136, 24/11/2005
040.030.000.08.002.003
`საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №952

2005 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში (სსმ III,  2004 წ., №138, მუხ. 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-3 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ“ და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ“.

2. ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“ და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“.

მ. სააკაშვილი