,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 17/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 16/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.419
  • Word
36
15/02/2006
სსმ, 22, 17/02/2006
010.220.020.10.003.000.419
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №36

2006 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ბოლო დროს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო, ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” 2004 წლის 13 თებერვლის საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილების (სსმ III, 06.06.2004წ., №58, მუხლი 501) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

ნიკოლოზ ლეკიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით ნატროშვილი – სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარე

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი

ზაზა სოფრომაძე – სსიპ ,,საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” გენერალური დირექტორი

გია ქავთარაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე        – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი