„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებულ ნუსხაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

  • Word
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებულ ნუსხაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 913
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 128, 02/11/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.003
  • Word
913
01/11/2005
სსმ, 128, 02/11/2005
140.120.000.08.002.003
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებულ ნუსხაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №913

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა   თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებულ ნუსხაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. საქართველოს პროკურატურის სისტემაში:

1. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში:

ა) საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები;

ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე;

დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი და პროკურორი;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა უფროსი გამომძიებელი და განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებელი.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოადგილე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების უფროსი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.

4. ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურებში:

ა) ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორი;

ბ) ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორის მოადგილე;

გ) ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე;

დ) ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი.

5. რაიონულ პროკურატურებში:

ა) რაიონული პროკურორი და მისი მოადგილე;

ბ) რაიონული პროკურატურის პროკურორი.“.

მ. სააკაშვილი