,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 10/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.220.010.10.003.000.417
  • Word
33
09/02/2006
სსმ, 19, 10/02/2006
010.220.010.10.003.000.417
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №33

2006 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამ-ტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში და 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსულ ადმინისტრაციულ საჩივრებზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მისაღები გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული აქტის) პროექტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი