დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 855 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 27/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.050.100.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №855
2005 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 16 მოსამართლით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 16 მოსამართლით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 ივლისის №306 ბრძანებულება.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები