დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 854 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 27/10/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.020.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №854
2005 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №28, მუხ. 259) დამტკიცებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ხუთი საათი. დროის გადაცილების შემდეგ საკვალიფიკაციო გამოცდების საორგანიზაციო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0 (ნული).“;
ბ) 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პრეტენზია მიიღება გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის განმავლობაში სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას. დაგვიანებით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება.“;
გ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:
„მუხლი 331 . საკვალიფიკაციო გამოცდიდან გაძევების შედეგები
საკვალიფიკაციო გამოცდაზე წესრიგის დარღვევის გამო გამოსაცდელის გაძევების შემთხვევაში მას უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ორ საკვალიფიკაციო გამოცდაში.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები