დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 847 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 123, 25/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.020.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №847
2005 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
შეიარაღების (მათ შორის იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტთან, რეექსპორტსა და ტრანზიტთან დაკავშირებული საქმიანობის მოწესრიგებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის ფუნქციების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით:
1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურმა (ზ. დეკანოიძე) მოამზადოს პროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტებში სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) უზრუნველყოს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და შესაბამისი უწყებების მონაწილეობით ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
ბ) კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულებების დამტკიცება.
3. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (ლ.ჭოლაძე) უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის წარმოებაში არსებული შესაბამისი დოკუმენტაციის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისათვის გადაცემა.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №618 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები