დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ოქტომბრის №823 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 834 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 21/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.020.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №834
2005 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ოქტომბრის №823 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ოქტომბრის №823 ბრძანებულებაში და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 2370 კაცით, მათ შორის:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფში – 1370 კაცით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში – 1000 კაცით.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები