,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის ხობის რაიონის ურთას მთაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის შესახებ”

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის ხობის რაიონის ურთას მთაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 830
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 17/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
  • Word
830
17/10/2005
სსმ, 119, 17/10/2005
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის ხობის რაიონის ურთას მთაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №830

2005 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის ხობის რაიონის ურთას მთაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის საფუძველზე და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თხოვნა და რადიომონიტორინგის მიმღების სადგურის განთავსების მიზნით ხობის რაიონის ურთას მთაზე გამოიყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბანი.

2. მიჩენილ უბნად განისაზღვროს ხობის რაიონის ურთას მთაზე კოლხეთის სატყეო მეურნეობის, ხეთის სატყეოს მე-2 კვარტალის პირველ ლიტერში, გეოგრაფიული კოორდინატებით: N-42023/20.2/ და E-41050/42.7// H-458 მ (საერთო ფართობი – 1000 კვ.მ).

3. მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი.

4. მიჩენილი უბნის გადაბარება განხორციელდეს ორ კვირაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მ. სააკაშვილი