დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 10/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.414 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №31
2006 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“.
2. დებულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა, საერთაშორისო მოვლენების სისტემატური ანალიზი, არსებული და პოტენციური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შეფასება საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებათა განსაზღვრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება, სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმების შემუშავება. დეპარტამენტი მონაწილეობს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის სტრატეგიის, კონფლიქტების გადაწყვეტის კონცეპტუალური გეგმებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში“.
3. დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო;
ბ) საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ.“.
4. დადგენილების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს „სსიპ – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს №332 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ და ,,სსიპ – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის – „დიპლომატის“ ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 მარტის №93 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ამოქმედებისთანავე.
5. დადგენილება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები