,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 10/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.413
  • Word
30
09/02/2006
სსმ, 19, 10/02/2006
010.240.030.10.003.000.413
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №30

2006 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ III, 10.09.04 წ., №99, მუხლი 849) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-2 პუნქტი.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ვაჭრობა და ინვესტიციები; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ტრანსპორტი; ელექტრონული კომუნიკაციები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ფოსტა; სტატისტიკა..

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) საინჟინრო, ელექტრონული კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრა;

ჟ) საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის , და ქვეპუნქტები:

ყ) ნუმერაციის ეროვნული სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

შ) გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების კოორდინაცია, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ჩ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელების მონიტორინგი.”;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამინისტროს ცენტრალური აპარატი

სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) პრივატიზების დეპარტამენტი;

ბ) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;

ე) ტრანსპორტის დეპარტამენტი;

ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

კ) მინისტრის აპარატი;

ლ) გენერალური ინსპექცია;

მ) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი.;

ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) საფინანსო-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი;

ბ) საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო;

გ) პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი;

დ) საწარმოთა მართვის სააგენტო;

ე) საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო;

ვ) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია;

ზ) ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი;

თ) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი;

ი) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი;

კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.~;

ვ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) პრივატიზების დეპარტამენტი – აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე, ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების თავისებურებათა გათვალისწინებით სახელმწიფო ქონების პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტის შემუშავების ორგანიზება; წინადადებების მომზადება საერთაშორისო ტენდერზე გასატანი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და საკონკურსო პირობების შესახებ, ასევე იმ ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ, რომელთა პრივატიზება აკრძალულია კანონმდებლობით; წინადადებების წარმოდგენა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებით და დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების (კერძოდ, აქციები, წილები) პრივატიზების შესახებ; წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების ფორმისა და პირობების შესახებ; სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და დროებით სარგებლობაში გადაცემის განხორციელების პროცესში სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოქმედების კოორდინაცია; საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებების წარმოდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებების მომზადება საერთო სახელმწიფოებრივი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების, აგრეთვე სახელმწიფო ქონების პრივატიზების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის დელეგირებისა და მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის შეთანხმების მიზანშეწონილობის თაობაზე; პრივატიზების რეჟიმში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების გარდაქმნის, შერწყმის, ნატურით გაყოფის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, ამ საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარმოდგენილ წინადადებათა განხილვა და მომზადება მოქმედი კანონმდებლობის (კერძოდ, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის განკარგვის შესახებ; წინადადებების მომზადება კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირებისათვის და თბილტრანსში მომუშავე მძღოლებისათვის საკომპენსაციო თანხების სანაცვლოდ საპრივატიზებო ქონების გადაცემის თაობაზე;

ბ) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი – ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების ორგანიზება, ეკონომიკური განვითარების პროგნოზების შემუშავება; ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგების, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციების ანალიზი და მათი განვითარების პროგნოზირება; ქვეყნის საფინანსო სისტემის (საბიუჯეტო-საგადასახადო, ფულად-საკრედიტო, სადაზღვევო, ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბაზრის) განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში სექტორული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და მათი შესრულების მონიტორინგის უზრუნველყოფა; ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების, შრომითი ურთიერთობების რეგულირების, მიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოსა და მეწარმეობის განვითარების მდგომარეობის ანალიზი; სამეწარმეო საქმიანობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი რეალიზებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია; ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებისა და ტექნიკური რეგულირების სისტემის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ლიცენზირების (ტექნიკური რეგულირების) სისტემის სამეწარმეო გარემოზე ზემოქმედების ანალიზი; სამეწარმეო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და ამ სფეროს საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზა ეკონომიკური ანალიზის კუთხით; ურთიერთკოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად აჭარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკურ სამსახურებთან თანამშრომლობა; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციის მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგების თაობაზე სათანადო საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრის სამუშაოებში მონაწილეობა; წინადადებების შემუშავება პოსტკონფლიქტური რეგიონების რეაბილიტაციის შესახებ და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი – ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელების მსოფლიოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის გლობალურ ქსელებში ინტეგრირების მიზნით; ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია; საფოსტო გადასახადის ნიშნების (მარკების, მარკირებული ღია ბარათებისა და მარკირებული კონვერტების) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება; იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდულია; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში სტანდარტების ჩამონათვალის შედგენასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი – ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი, სამშენებლო საქმიანობის, საბინაო-კომუნალური, საცხოვრისისა და საქალაქო მეურნეობის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინაცია და მართვა; დასახლებული პუნქტების (ქალაქების, კურორტების, დაბების, სოფლებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი და საინჟინრო საქმიანობის ორგანიზება; ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემის, კერძოდ, ქვეყნის განსახლების სისტემის გენსქემის, რეგიონალური და რაიონული დაგეგმარების სქემებისა და პროექტების, ასევე ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია; ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ტერიტორიების განვითარების, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების რუკების შემუშავების ორგანიზება და ამ სამუშაოთა მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ქვეყანაში საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი საინჟინრო უზრუნველყოფის კოორდინაცია შესაბამის დაწესებულებებთან ერთად; სამშენებლო დარგის, საბინაო სექტორის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული მშენებლობის პროექტების განხორციელების მონიტორინგი; გლობალური, სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, სამშენებლო საქმიანობისა და საბინაო-კომუნალური სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში; განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების საექსპლუატაციოდ მიღების ორგანიზება; მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა; ქვეყნის საბინაო ფონდის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების სტრუქტურის შემუშავება და სამუშაოთა კოორდინაცია; საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, პროგნოზირება და რეალიზების ხელშეწყობა; საბინაო-კომუნალური მეურნეობის სექტორში ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ბაზის შექმნის ხელშეწყობა; საცხოვრებლის ინდიკატორების შემუშავება საერთაშორისო ინდიკატორების სტრუქტურის გათვალისწინებით; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებისა და განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;

ე) ტრანსპორტის დეპარტამენტი – ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით; ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით უწყებათაშორის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად; ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება და მოპალარაკებაში მონაწილეობა; ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომებზე განსახილველ საკითხთა მომზადება; შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა; ტრანსპორტის სფეროში ლიბერალიზაციის პროცესების განხორციელების ხელშეწყობა;

ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი – ქვეყნის საგარეოეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან თანამშრომლობა; დონორებთან თანამშრომლობის განხორციელება ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის (EDPRP) ფარგლებში; წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ; ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებათა მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე; საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და წინადადებათა მომზადება ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრმოლობის ძირითად მიმართულებათა შემუშავება; საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი და შეფასება; ევროპის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და წინადადებათა შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური პოლტიკისა და მექანიზმების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის შესახებ; დსთ-ს ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (ფორმა A) და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისა და დამოწმების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემომქედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და, შესაბამისად, გეგმით გათვალისწინებული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტრული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებათა მომზადება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებათა მომზადება მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფომრაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისაგან; მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებისა და საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტების მომზადება; სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრა; დასკვნების მომზადება საკუთრების მოწმობის გასაცემად; სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან (დროებით სარგებლობაში გადაცემასთან) დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების და საერთაშორისო ორაგნოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამეტი – სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პრცესიდან მიღებული და მისაღები შემოსავლებისათვის; სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს მიერ დადებულ ხელშეკრულებათა საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან (მეიჯარესთან); სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; ეკონომიკის, საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოს დაცვის რეჟიმის. სამობილიზაციო რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობა საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის ინსტრუქციების დაპროექტებაში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი – სამინისტროს საქმიანობის გამჭირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესებში; სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის; სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

კ) მინისტრის აპარატი – მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, ასევე ეკონომიკური განვითარების მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, სამინისტროს სათაბთირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება; მინისტრის სათათბირო ორგანოების სდომების ორგანიზება; ოქმის წარმოება; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხზე მუშაობა; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების შესაბამისი ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; საკადრო რესურსების მართვის (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონიძიებათა განხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

ლ) გენერალური ინსპექცია – კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის, სამინისტიროს მმართველობის სფეროში მომქედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და მისი სრულყოფის ხელშეწყობა; მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა საფინანსო კონტროლის უზრუნველყოფა, მათი სამსახურებრივი შემოწმება, შესაბამისი განცხადებებისა და საჩივრების შემოწმება და მათზე რეაგირება, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; თავისი კომპეტნციის ფარგლებში მინისტრის დავალებით საქართველოს პროკურატურებიდან, სასამართლო ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებული წერილებისა და განჩინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

მ) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი – წინადადებათა მომზადება სახელმწიფო ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმებით გადაცემისა და განკარგვის შესახებ; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფო წილისა და აქციებისა); წინადადებათა მომზადება საერთო-სახელმწიფო, ავტონომიური რესპულიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ; წინადადებათა მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების თაობაზე; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების გარდაქმნის, შერწყმის, ნატურით გაყოფის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, მათ ბალანსზე რიცხული ქონების გირაოთი ან იპოთეკით დატვირთვის და დროებით სარგებლობაში გაცემის, ამ ქონებასთან დაკავშირებით მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტის შესაბამისად სამინისტროსათვის შესათანხმებელი სხვა საკითხების (გარდა რეალიზებისა), ასევე ამ საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის, მათ მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და თავიანთი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების შექმნის საკითხების განხილვა მოქმედი კანონმდებლობის (კერძოდ, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვის შესახებ.“.

ზ) მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი