დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №30 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 757 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 111, 22/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440.020.010.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №757
2005 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №30 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №30 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №8, მუხ. 70) და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მფლობელობაში არსებული ქონების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 27-ე და 46-ე პუნქტები.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები