დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 754 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 111, 22/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/09/2005 - 29/09/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №754
2005 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი“.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა.ლომაია):
ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი.ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტისათვის“ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მომზადება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები