დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №30 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 750 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 110, 20/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440.020.010.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №750
2005 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №30 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №30 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №8, მუხ. 70) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მფლობელობაში არსებული ქონების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 81-ე პუნქტი.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები