დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების განსაზღვრის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.10.003.000.435 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/07/2018 - 25/06/2010)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №52
2006 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების განსაზღვრის შესახებ
1. ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროებად განისაზღვროს:
ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვა;
ბ) ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიო-ფარმაცევტული პრეპარატები (საშუალებები), პესტიციდები, აგროქიმიკატები;
გ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვ-ნებთან შესაბამისობა.
2. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწი-ნებული ობიექტების ინსპექტირება განხორციელდეს ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით დადგენილი ეტაპობრიობით ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ამოქმედების შემდეგ.
3. დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინსპექტირება ხორციელდება ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და 36-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების გამიჯვნის მიზნით, ფინანსთა სამინისტროსთან (ა. ალექსიშვილი) შეთანხმებით ორ კვირაში საქართველოს მთავრობის სხდომას წარმოუდგინოს კანონპროექტი ,,ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი), ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების გამიჯვნის მიზნით, ქალაქ თბილისის მერიასთან (გ. უგულავა) შეთანხმებით ორ კვირაში საქართველოს მთავრობის სხდომას წარმოუდგინოს ინფორმაცია ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულებაში შესატან ცვლილებათა შესახებ.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები