დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, გ. მჟავანაძისა და გ. ღუღუნიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 742 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 09/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 14/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №742
2005 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, გ. მჟავანაძისა და გ. ღუღუნიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით წიკლაურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს გიორგი მჟავანაძესა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიორგი ღუღუნიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები