,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 736
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 08/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.08.002.003
  • Word
736
07/09/2005
სსმ, 106, 08/09/2005
130.060.000.08.002.003
,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №736

2005 წლის 7 სექტემბერი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით (სსმ III, 24.01.2005 წ, №7, მუხ. 82) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ” ქვეპუნქტი:

,,ვ) უსაფრთხოებისა და საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო.”.

2. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 23.

სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:

ა) ოპერატიული დაზვერვის სამმართველო სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს ოპერატიული მეთოდებითა და საშუალებებით, ასევე ასრულებს საგარეო კონტრდაზვერვით ფუნქციას;

ბ) ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველოს ამოცანაა ოპერატიული და ღია წყაროებიდან მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვება, ანალიზი, სისტემური დამუშავება, სათანადო რეკომენდაციების მომზადება და პროგნოზირება;

გ) სპეციალური ოპერაციების სამმართველოს ამოცანაა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასატარებელი აქტიური და სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვა და სხვა დანაყოფებთან ერთად მისი განხორციელება;

დ) ადმინისტრაცია ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს, აწარმოებს მათ სამართლებრივ, საკანცელარიო უზრუნველყოფას, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობას, დადგენილი წესით ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების სპეცსამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირურთიერთობების დამყარებას, განმტკიცებას და საპროტოკოლო უზრუნველყოფას;

ე) ორგანიზაციული უზრუნვეყოფის სამმართველო ახორციელებს სამსახურის საფინანსო-სამეურნეო და ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ვ) უსაფრთხოებისა და საკადრო საკითხთა უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს საკუთარ უსაფრთხოებასა და ინსპექტირებას, ოპერატიულ აღრიცხვასა და დაარქივებას, ასევე საკადრო უზრუნველყოფას.”.

3. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი