,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან სამედიცინო კოლეჯის გახსნის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 სექტემბრის №596 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და კოლეჯის ლიკვიდაციის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 28/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.10.003.000.434
  • Word
51
28/02/2006
სსმ, 27, 28/02/2006
430.080.000.10.003.000.434
,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან სამედიცინო კოლეჯის გახსნის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 სექტემბრის №596 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და კოლეჯის ლიკვიდაციის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №51

2006 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან სამედიცინო კოლეჯის გახსნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 სექტემბრის №596 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და კოლეჯის ლიკვიდაციის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან სამედიცინო კოლეჯის გახსნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 სექტემბრის №596 დადგენილება.

2. ლიკვიდირებულ იქნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო კოლეჯი და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დაევალოს, რომ დაასრულოს სალიკვიდაციო პროცესი არა უგვიანეს 2006 წლის 1 ოქტომბრისა.

3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებულმა სამედიცინო კოლეჯმა ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე უზრუნველყოს 2005/06 სასწავლო წელს კოლეჯის მე-3 კურსზე მყოფი მოსწავლეების მიერ კოლეჯის სრული კურსის დამთავრება.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო კოლეჯის ლიკვიდაციის პროცესის წარმართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

5. დადგენილების პირველი პუნქტი ამოქმედდეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო კოლეჯის ლიკვიდაციის დასრულებისთანავე.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი