დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2951 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 16/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.030.000.05.001.002.225 |
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად განახორციელოს სახელმწიფო ობიექტების ფიზიკური დაცვა;“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:
„მუხლი 21 1 . სამხედრო ვალდებულების მოხდა პოლიციაში
1. პოლიციაში სამხედრო ვალდებულების მოსახდელად შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამხედრო სამსახურის ვადა განესაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. პოლიციაში ჩასარიცხ წვევამდელთა შერჩევის, სამხედრო სამსახურის გავლისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება „პოლიციაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3. პოლიციაში წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურის გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად და აღნიშნული პირი სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ ჩაირიცხება საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში რიგითის სამხედრო წოდებით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 28 აპრილი.
№2951-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები