დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 720 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 25/08/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 26/08/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.210.000.08.002.003.603 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №720
2005 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადებისა და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №431 ბრძანებულება;
ბ) ,,კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამის, კლიმატის ცვლილების პრობლემათა სახელმწიფო კომისიის, მისი დებულებისა და სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის № 630 ბრძანებულება;
გ) ,,საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფოებრივი მეურვეობის კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის №631 ბრძანებულება;
დ) ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე მოხალისე სამხედრო მოსამსახურეთა და წვევამდელთა ასაკის ახალგაზრდათა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 ნოემბრის №736 ბრძანებულება;
ე) ,,საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კომისიის „მშვიდობიანი კავკასია“ შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №80 ბრძანებულება;
ვ) ,,საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №209 ბრძანებულება;
ზ) ,,არასრულწლოვანთა საქმეების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 მაისის №265 ბრძანებულება;
თ) ,,საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის - ლარის მიმოქცევის მდგომარეობისა და მისი, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების, დამკვიდრების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის1997 წლის 6 ივლისის №348 ბრძანებულება;
ი) ,,საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 აგვისტოს №475 ბრძანებულება;
კ) ,,ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღდგენისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ოქტომბრის №584 ბრძანებულება;
ლ) ,,1987 წლის შემდგომ პერიოდში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა გადაჭრის სახელმწიფო პროგრამისა და მისი რეალიზაციის სახელმწიფო კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №67 ბრძანებულება;
მ) ,,საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 მარტის №199 ბრძანებულება;
ნ) ,,ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის და მათი დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის შექმნილი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 აპრილის №258 ბრძანებულება;
ო) “აფხაზეთის, პირველ ეტაპზე, გალის რაიონის, ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის საგანგებო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №407 ბრძანებულება;
პ) ,,საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 14 აგვისტოს №478 ბრძანებულება;
ჟ) ,,სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის სახელმწიფო საკონსულტაციო კომისიის ჩამოყალიბების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 ოქტომბრის №608 ბრძანებულება;
რ) ,,საქართველოს სამხედრო ინდუსტრიის განვითარების უზრუნველყოფის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 თებერვლის №78 ბრძანებულება;
ს) ,,ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანებების საინვენტარიზაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №110 ბრძანებულება;
ტ) ,,საქართველოს კულტურული საგანძურის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №342 ბრძანებულება;
უ) ,,საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონის სატრანსპორტო-ეკონომიკური პოტენციალის განვითარების საკითხთა სამთავრობო კომისიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 აგვისტოს №489 ბრძანებულება;
ფ) ,,მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო დონეზე შექმნის, რეკონსტრუქციისა და განვითარების სამუშაოთა კოორდინაციის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №566 ბრძანებულება;
ქ) ,,საქართველოს პრეზიდენტთან თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 ნოემბრის №614 ბრძანებულება;
ღ) ,,საქართველოს ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროების სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ივნისის №245 ბრძანებულება;
ყ) ,,საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ივნისის №256 ბრძანებულება;
შ) ,,მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის წინადადებების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 6 ივლისის №293 ბრძანებულება;
ჩ) ,,საქართველოს ცენტრალურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებათა შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 აგვისტოს №343 ბრძანებულება;
ც) ,,საინფორმაციო საზოგადოების განვითარების კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 აგვისტოს №374 ბრძანებულება;
ძ) ,,სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 სექტემბრის №419 ბრძანებულება;
წ) ,,მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ოქტომბრის №470 ბრძანებულება;
ჭ) ,,საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 იანვრის №9 ბრძანებულება;
ხ) ,,საქართველო-საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 11 მარტის №90 ბრძანებულება;
ჰ) ,,საქართველო-ისრაელის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 აპრილის №120 ბრძანებულება;
ჰ1) ,,საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამის შემმუშავებელი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 მაისის №184 ბრძანებულება;
ჰ2) ,,გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის განხორციელებისათვის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 ივლისის № 282 ბრძანებულება;
ჰ3) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 20 ივლისის №285 ბრძანებულება;
ჰ4) “საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 ნოემბრის №465 ბრძანებულება;
ჰ5) ,,უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის წინადადებების შემმუშავებელი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 დეკემბრის № 499 ბრძანებულება;
ჰ6) “საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების განხორციელებისათვის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მეცნიერთა (სპეციალისტთა) კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 იანვრის №32 ბრძანებულება;
ჰ7) “სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 მარტის №134 ბრძანებულება;
ჰ8) “საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საუწყებათაშორისო მუდმივი კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 აპრილის №188 ბრძანებულება;
ჰ9) ,,ეთნორეგიონალური თანამშრომლობის ექსპერტთა საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №216 ბრძანებულება;
ჰ10) ,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 18 ივნისის №305 ბრძანებულება;
ჰ11) ,,ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 ოქტომბრის № 446 ბრძანებულება;
ჰ12) ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 21 თებერვლის №56 ბრძანებულება;
ჰ13) ,,სპორტის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 მარტის №108 ბრძანებულება;
ჰ14) ,,ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 მაისის №235 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები