დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა პირადობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის №96 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 714 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 24/08/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 25/08/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №714
2005 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა პირადობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის №96 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა პირადობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის №96 ბრძანებულების (სსმ III, 1999 წ., №12(19), მუხ.180) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება: სიტყვები „2005 წლის 1 სექტემბრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2005 წლის 1 ნოემბრამდე“ და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეყნის შიგნით პირადობის დამადასტურებელი საბუთის ძალა ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიან პასპორტებს შეუნარჩუნდეს 2005 წლის 1 ნოემბრამდე და მათი ამოღება განხორციელდეს ეტაპობრივად აღნიშნულ ვადაში.“.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები