დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 572 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 136, 04/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.080.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №572
2006 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარკვეულ ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლულია შემდეგი ბუნებრივი საზღვრებით: სამხრეთ-აღმოსავლეთით – სოფ. ქვ. ქვაბჩარიდან მდ. ვიამიშისა (ლამკაცი) და კოდორის წყალგამყოფი ქედის გასწვრივ, ოჩამჩირისა და მესტიის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვრამდე, იქიდან ამ საზღვრის გაყოლებით საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე, სამხრეთ-დასავლეთით – სოფ. ქვ. ქვაბჩარიდან მდ. ქვაბჩარისა და ჩხალთის წყალგამოფი ქედის გასწვრივ, ამტყელისა და ადანგის გადასასვლელებზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე, ჩრდილოეთით – საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე, – ეწოდოს ზემო აფხაზეთი.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები