დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| `საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 695 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 17/08/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №695
2005 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 23.07.2001 წ., №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და XI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XI. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 39. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
ბ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;
გ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე.
მუხლი 40. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) სამსახურის სამმართველოს უფროსი;
ბ) სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
მუხლი 41. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამსახურის განყოფილების უფროსი;
ბ) სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
გ) სამსახურის ქვეგანყოფილების უფროსი;
დ) უფროსი იურისტი;
ე) უფროსი ინსპექტორი.
მუხლი 42. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
ბ) სამსახურის ოპერატიული თანამშრომელი.“.
2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები