,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინ­ფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგე­ბელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“

  • Word
,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინ­ფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგე­ბელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 709
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 24/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
709
23/08/2005
სსმ, 98, 24/08/2005
480.610.000.08.002.003
,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინ­ფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგე­ბელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/08/2005 - 27/12/2013)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №709

2005 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარ­ტნიო­­რობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალ­დებულებების შესრულების, საქართველოს უსაფ­რთხოების სისტემის ნატოს სტანდარტებთან შესაბამი­სობაში მოყვანისა და ამ კუთხით ნატოს კლასიფიცირე­ბული ინფორმაციის დაცვის ტექნიკურ და ორგანიზა­ციულ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელ­შეკრუ­ლების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული ტექნიკური საშუა­ლებებით დაცვისათვის, კრიპტოგრაფიული სისტემის ეფექტიან და რაციონალურ შერჩევასა და მომსახუ­რებისათვის პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელი­სუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო .

2. სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტომ (ვ. გოგოლაძე) ნატოს მოთხოვნათა გათვალისწინებით:

ა) განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქ­ტუ­­რებისათვის ნატოს კლასიფიცირებული ინფორ­მაციის დაცვის ტექნიკური საშუალებების შერჩევა;

ბ) განსაზღვროს ინფორმაციის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების გამოყენების მიზანშეწო­ნილობა;

გ) გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები ნატოს კლასი­ფიცირებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად და განახორციელოს მათი შესრულების კონტროლი.

3. სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს მიერ შერჩეული ტექნიკუ­რი საშუალებებით ნატოს კლასიფიცირებული ინფორ­მაციის დაცვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

4. ყველა შესაბამისი ორგანო, ორგანიზაცია და და­წე­სებულება, რომელიც ფლობს ან შეხება აქვს ნა­ტოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან, ვალდებუ­ლია ინფორმაციის დაცვისათვის გამოიყენოს სსიპ სახე­ლისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინ­ფორ­მაციის სააგენტოს მიერ შერჩეული და ატესტი­რებული ტექნიკური საშუალებები.

5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) დადგენილი წესით უზრუნველყოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) შესაბამისი სამსახურის ინფორმირება ამ ბრძანე­ბულების მიღების თაობაზე.

6. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განა­ხორ­­ციელოს საქართველოს ეროვნული უშიშროე­ბის საბჭოს აპარატმა  (გ. ბეჟუაშვილი).

მ. სააკაშვილი