„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 680
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 05/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003
  • Word
680
05/08/2005
სსმ, 92, 05/08/2005
140.010.000.08.002.003
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №680

2005 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2004 წლის 27 დეკემბრის    №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 21-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს: კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვით კონტროლს; გარემეთვალყურეობის უზრუნველყოფას; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მონაწილეობას იღებს დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში, აკონტროლებს მათ შესრულებას, დადგენილი წესით ამოწმებს იმ პირებს, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნულ უშიშროების საკითხებში ოფიცერთა საქმიანობას“.

მ. სააკაშვილი