,,ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ”

  • Word
,,ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 28/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 370.160.000.10.003.000.431
  • Word
48
28/02/2006
სსმ, 27, 28/02/2006
370.160.000.10.003.000.431
,,ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №48

2006 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ

1. ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი ,,ლისის ტბის განვითარების პროექტი“ და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნება დაერთოთ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს განკარგონ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთები (მათ შორის, ქ. თბილისის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთის სატყეო მეურნეობის ლისის უბნის II, III და IV კვარტალები, დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის 24-ე კვარტალი და ლისის ტბის წყალდაცვითი ზოლის მცხეთის რაიონის ნაწილი).

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) მოამზადოს მასალები ,,ლისის ტბის განვითარების პროექტის“ განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან (მცხეთის სატყეო მეურნეობის ლისის უბნის II, III და IV კვარტალებიდან შესაბამისად 92.0 ჰა, 48.0 ჰა, 61.0 ჰა და დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის 24-ე კვარტალიდან 72.0 ჰა) მიწის ფართობების ამორიცხვასთან დაკავშირებით და წარუდგინოს განსახილველად საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი