დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 თებერვლის №57 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 667 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 26/07/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 27/07/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 360.050.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №667
2005 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 თებერვლის №57 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 თებერვლის №57 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №7 (14), მუხ. 121) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 პუნქტი და ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამ პუნქტით დამტკიცებული საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის დებულება;
ბ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) უზრუნველყონ საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (როგორც გარემოს გლობალური ფონდის (GEF) აღმასრულებელი სააგენტო) შორის გრანტების თაობაზე (პროექტი (GEF-PPG TF-20446), 1998 წლის 12 აგვისტოს და (საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი) (GEF TF-023968) 2001 წლის 4 ოქტომბერს ხელმოწერილი ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.”;
გ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ცენტრის დებულების დამტკიცება;
ბ) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან შეთანხმებით ცენტრის წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირის დანიშვნა.”.
2. დამტკიცდეს ცენტრის მეურვეთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
ნუკრი აბაშიძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის დირექტორი
ევგენი ასათიანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
სოფიკო ახობაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
მინდია გადაევი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
მამუკა გვილავა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის დირექტორი
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის მოადგილე
ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
პაატა შანშიაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის დირექტორი
მაკა წერეთელი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსი
ზაზა ჭელიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
თამაზ ხიდაშელი – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე
შალვა ჯავახაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების ამოქმედებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები