დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 666 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 27/07/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400.060.000.08.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №666
2005 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
„სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №18 (25), მუხ. 269) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი და ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამ პუნქტით დამტკიცებული სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის დებულება;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი):
ა) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება;
ბ) ცენტრის დებულებაში გაითვალისწინოს ცენტრის სამეთვალყურეო ორგანოს – პროექტის მრჩეველთა საბჭოს არსებობა, რომელსაც თავმჯდომარეობს და რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;
გ) უზრუნველყოს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისათვის მისაღები პროცედურებით შერჩევის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
დ) განახორციელოს ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი“.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების ამოქმედებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები