„საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის“ როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ოქტომბრის №469 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 665
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 88, 27/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.08.002.003.574
  • Word
665
26/07/2005
სსმ, 88, 27/07/2005
390.050.000.08.002.003.574
„საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის“ როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ოქტომბრის №469 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №665

2005 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის“, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2000 წლის 29 ოქტომბრის №469 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის“, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ოქტომბრის №469 ბრძანებულებასა (სსმ III, 2000 წ., №2102, მუხ. 854) და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის“ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები.“.

2. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;

ბ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;

გ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები.“.

მ. სააკაშვილი