,,საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის №187 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
,,საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის №187 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 28/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 230.030.000.10.003.000.430
  • Word
47
28/02/2006
სსმ, 27, 28/02/2006
230.030.000.10.003.000.430
,,საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის №187 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №47

2006 წლის 28 თებერვალი

 ქ. თბილისი

„საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის №187 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 33-ე და 34-ე პუნქტების და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

    მუხლი 1.

„საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომ­ბრის №187 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №120, მუხ. 1345) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ თანდართული დებულება.“.

3. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დებულება ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.

4. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.“.

5. დებულების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნებართვა – ამ მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის თითოეულ სახეობაზე კანონით განსაზღვრული ვადით მოქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის წინამდებარე დებულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;“.

6. დებულების მე-2 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, საქონლის შესანახად;

კ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, საქონლის შესანახად;“.

7. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:

„ლ) დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლით დროებით შესანახად;

მ) დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლით დროებით შესანახად;

ნ) საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, დებულებით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად, ერთი ან რამდენიმე სპეციალურად გამოყოფილი და მოწყობილი შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ან ხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული და უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) ერთი შესასვლელი ან/და ერთი გასასვლელი;

ო) სათავსი – შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 და 23-ე თავების შესაბამისად განკუთვნილია შენახვის ჩვეულებრივი ან/და სპეციფიკური პირობების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შესანახად;

პ) შენობა-ნაგებობა – სათავსი, სასაწყობე მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, დაცვის დანიშნულების შენობა-ნაგებობა. აღნიშნული მოთხოვნიდან დგინდება შემდეგი სახის გამონაკლისი: დახურული საბაჟო საწყობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის მიზნებისათვის, შენობა-ნაგებობას წარმოადგენს აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (სართული ან შენობა-ნაგებობის ერთი, დამოუკიდებელი შესასვლელის მქონე ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი, განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) ერთი შესასვლელი ან/და ერთი გასასვლელი.“.

8. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3.

1. ნებართვა გაიცემა საქართველოს ფინანსთა საინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ.

2. ნებართვა მიეცემა ნებართვის მაძიებელ ნებისმიერ პირს.

3. საწყობის ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.“.

9. დებულების მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

„1. ნებართვა გაიცემა დებულების მე-2 მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობისათვის, ერთი საწყობისათვის. შესაძლებელია ერთსა და იმავე საწყობზე ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს მიეცეს დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვა (ან პირიქით) ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს მიეცეს დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვა (ან პირიქით). ამ შემთხვევაში სავალდებულოა საწყობის ტერიტორიაზე გამოცალკევდეს, შემოისაზღვროს საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში და საბაჟო კონტროლით დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორია. ნებართვის მოქმედების ვადაში აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის დაშვებულია მხოლოდ დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა ან/და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა.“.

10. დებულების მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანდართულ დოკუმენტე­ბთან ერთად ასევე დამატებით უნდა ერთვოდეს:

ა) საწყობის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველსაყოფად – სულ ცოტა 100 000 ლარის ოდენობის საბაჟო დეპარტამენტისათვის მისაღები სადაზღვევო პოლისი ან საბანკო გარანტია; ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის საწყობის ნებართვის მისაღებად, სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში – გადასახდელი თანხის შესაბამისი საბაჟო დეპარტამენტისათვის მისაღები საბანკო გარანტია, ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, ან ფულადი დეპოზიტი, ან/და შესაბამისი ქონებრივი იპოთეკა;

ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობანა-გებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობისგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორიშორებულია ერთმანეთისაგან. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლისა და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს მავთულხლართი და გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ფირნიში წარწერით – „საბაჟო კონტროლის ზონა“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ნახაზში (პროექტში) ასევე სავალდებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები;

გ) ინფორმაცია საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ;

დ) საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი;

ე) ინფორმაცია საწყობის მთელი ტერიტორიის სადღეღამისო დაცვისა და, შესაბამისად, საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების (შენობა-ნაგებობების) დამცავი, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით აღჭურვის შესახებ. დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ დაცვა ხორციელდება სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით;

ვ) ვალდებულება ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმი ნიშნავს:

ვ.ა) საწყობში განთავსებული საქონლის სათანადო პირობებში, საჭიროების შემთხვევაში განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალურად აღჭურვილ სათავსში შენახვის უზრუნველყოფას;

ვ.ბ) ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის განცალკევებულად განთავსებას;

ვ.გ) კვების პროდუქტების ცალკე იზოლირებულ სათავსში განთავსებას;

ვ.დ) საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებისათვის შესაძლებლობის უზრუნველყოფისათვის საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამის განლაგებას;

ვ.ე) საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობებისა და რემონტის უზრუნველყოფასა და სასაწყობო მეურნებობის შეუფერხებელი მუშაობისათვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულებას;

ზ) ვალდებულება, ინფორმაციის გადაცემის ელექტრონული საშუალების მეშვეობით, საწყობში შესული, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზაში მონაცემების დაუყოვნებლივ შეტანის უზრუნველყოფის თაობაზე.

5. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსისა და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით ან/და ასაშენებელი სათავსებისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი შესაბამისი განმარტებებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმის (ნახაზის) ან/და პროექტის საერთაშორისო, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე აუდიტორული ფირმის ტექნიკური აუდიტის დასკვნა.“.

11. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები:

„7. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენა­ხვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი (მფლობელი) ვალდებულია აღჭურვოს საწყობი სასაწყობო სასწორით, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აწონვა. ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვის შესახებ. ამ პუნქტის მიზნებისათვის სასაწყობო სასწორით აღჭურვა ნიშნავს ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში საწყობის ტერიტორიაზე ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) მფლობელობაში (სარ-გებლობაში) სასაწყობო სასწორის არსებობას. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):

ა) ვალდებულებას იკისრებს, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საავიაციო გადაზიდვებს და საწყობში განათავსებს მხოლოდ აღნიშნული სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ საქონელს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აწონვა;

ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;

გ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან.

8. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებარ­თვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის). აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აწონვა. 5-ტონიანი სასაწყობო სასწორით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):

ა) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;

ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;

გ) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებს.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა-გ“ და მე-8 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის მოქმედების ვადაში საწყობში ისეთი საქონლის განთავსება, რომლის განთავსებისათვის აუცილებელია სასაწყობო სასწორის არსებობა, წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

10. დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მოქმედების ვადაში სხვა პირის საქონლის განთავსება საწყობში წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

11. ნებართვის მფლობელი (მაძიებელი), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია აღჭურვოს საწყობი საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. აღნიშნული საშუალების სიზუსტის დამოწმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

12. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7.

1. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით სამ ეგზემპლარად. თითოეულ ეგზემპლარს უნდა ერთვოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ზონაში განლაგებულია საწყობი. ერთი ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტში.

2. ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართი არის საწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და საწყობის ტერიტო­რიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი.“.

13. დებულების III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III. საწყობების საქმიანობის ადმინისტრაციული რეგულირება

    მუხლი 9.

1. ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საწყობის საქმიანობის შემდეგი წესები და მოთხოვნები:

ა) დაიცვას საწყობის შექმნის პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოების მოთხოვნები, უსასყიდლოდ გამოუყოს მათ საწყობში საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობი, მოწყობილობა და კავშირგაბმულობის საშუალებანი;

ბ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, ამ მიზნით უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ადგილის, რაოდენობის, წონისა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და სხვა მახასიათებლების კონტროლის განხორციელება;

გ) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის;

დ) აწარმოოს საწყობში საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საქონლის საბაჟო კონტროლით დროებით შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა დადგენილი ფორმით (დანართი №1), მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა;

ე) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №2), რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა წარუდგენს ანგარიშს შესაბამის საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე;

ვ) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორციელება საწყობში განთავსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, გარდა შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვები შემდეგი ოპერაციებისა:

ვ.ა) გასუფთავება;

ვ.ბ) განიავება;

ვ.გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);

ვ.დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);

ვ.ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;

ვ.ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;

ვ.ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;

ვ.თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;

ვ.ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;

ვ.კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;

ვ.ლ) გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციებისა, გაყიდვისა და ტრანსპორტირების მიზნით შეიძლება განხორციელდეს შემდე­გი ოპერაციები:

ვ.ლ.ა) პარტიის დანაწილება;

ვ.ლ.ბ) გზავნილების ფორმირება;

ვ.ლ.გ) დახარისხება;

ვ.ლ.დ) შეფუთვა;

ვ.ლ.ე) მარკირება;

ვ.ლ.ვ) საქონლის მოთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;

ვ.ლ.ზ) დატვირთვა;

ვ.ლ.თ) გადმოტვირთვა;

ვ.ლ.ი) გადატვირთვა;

ვ.ლ.კ) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;

ვ.ლ.ლ) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საწყობში;

ვ.ლ.მ) ტესტირება (გამოცდა);

ვ.ლ.ნ) საქონლის დემონსტრირება საბაჟო კონტროლის ზონაში;

ვ.ლ.ო) გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;

ვ.მ) ზემოთ მითითებული ოპერაციების წარმართვისას უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საბაჟო ორგანოს მხრიდან კონტროლის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა, საბაჟო ორგანოს მიერ შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში – საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის უშუალო მეთვალყურეობა;

ვ.ნ) განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა შეცვალონ მისი მახასიათებლები (ხარისხი), რომლებიც დაკავშირებულია სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლასთან, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, ციფრული კოდის მეცხრე ნიშნის დონემდე;

ზ) მოაწყოს საწყობი ისე, რომ გამოირიცხებოდეს საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების შემოტანა ან/და გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, და დაიცვას საწყობში შენახვის სათა­ნადო პირობები;

თ) საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საქონლის საბაჟო კონტროლზე ამყვანი შესაბამისი საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, რომელსაც უნდა ესწრებოდეს შესაბამისი საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას. საწყობის, რომელშიც განთავსდება მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომეკლატურის (შემდგომში ტექსტში – სეს სნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8716 კოდში აღნიშნული მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე სეს სნ 8711 კოდში ასახული ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი საწყობის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია დაილუქოს საქონლის საბაჟო კონტროლზე ამყვანი შესაბამისი საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ასეთი სახის საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას;

ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერ საშუალებებზე სადღეღამისო ჩაწერა და სამი თვის განმავლობაში ჩანაწერის შენახვა. ჩანაწერი დებულების ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ყოველკვარტალურ ანგარიშგებასთან ერთად წარედგინება შესაბამის საბაჟო ორგანოს;

კ) არ დაუშვას ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართში მითითებული სათავსების გარდა სხვა მუდმივი ან დროებითი შენობა-ნაგებობების აშენება;

ლ) ვალდებულია საქონლის დაკარგვისას, ან დანაკლისის აღმოჩენისას, ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის წარდგენისას ან საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საწყობიდან საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების გატანის შემთხვევაში გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის გაფორმებისას;

მ) არ დაუშვას საქართველოში შემოსატანი და საქართველოდან გასატანი აკრძალული საქონლის საწყობში მოთავსება;

ნ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებული პირებისა) აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; დეპარტამენტის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი. ნებართვის მფლო-ბელს, რომელიც საწყობში განათავსებს საქონელს მხოლოდ გაყიდვის ან/და გამოფენის მიზნით, უფლება აქვს არ ასახოს ჟურნალში მხოლოდ იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსვლის მიზანია საქონლის ან/და სატ-რანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და ყიდვა. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ეს წინასწარ აცნობოს შესაბამის საბაჟო ორგანოს;

ო) საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სია, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი);

პ) დეპარტამენტს აცნობოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სიაში ცვლილებების შეტანა და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში;

ჟ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, სასაშვო რეჟიმის, სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობისა;

რ) უზრუნველყოს ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების განცალკევებულად განთავსება;

ს) საქონელი, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვა საქონელს ან რომელიც მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, უნდა ინახებოდეს საწყობის განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში. კვების პროდუქტები უნდა განთავსდეს ცალკე იზოლირებულ სათავსში;

ტ) საწყობის ტერიტორიაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნული სავალი გზა და სადგომი ტერიტორია უნდა იყოს მოასფალტებული ან მოპირკეთებული ბეტონის ფილებით;

უ) განალაგოს საწყობში განთავსებული საქონელი ისეთი სახით, რაც შესაძლებელს გახდის საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებას;

ფ) დაიცვას საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობები და უზრუნველყოს სათავსის მიმდინარე რემონტი;

ქ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვას, ვალდებულია აწარმოოს საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა დადგენილი ფორმით (დანართი №3) და განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №4).

3. ნებართვის მფლობელსა და საწყობში საქონლის შემნახველ პირებს შორის ურთიერთობა რეგულირდება სახელშეკრულებო საფუძველზე. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის მიერ.

4. ნებართვის მფლობელს, რომლის საწყობში განთავსდება მხოლოდ სეს სნ 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8716 კოდში აღნიშნული მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთე სეს სნ 8711 კოდში ასახული ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, უფლება აქვს წერილობითი ფორმით დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ნებისმიერ სხვა პირზე გაასხვისოს საწყობში განთავსებული ამ პუნქტში მითითებული საქონელი, რომლის გასხვისების უფლებამოსილებაც აქვს ნებართვის მფლობელს. ეს საქონელი მყიდველის მიერ შესაძლებელია მოექცეს შემდეგ საბაჟო რეჟიმებში: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა, რეექსპორტი, განადგურება, უარის თქმა სახელმწიფოს სასარგებლოდ.“.

14. დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია ნებართვის მფლობელის ხარჯით უზრუნველყოს საქონლის გადატანა სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევა“.

15. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V. პასუხისმგებლობა საწყობების საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და ნორმების დარღვევისათვის“.

16. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის მფლობელი საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას საბაჟო კოდექსითა და ამ დებულებით დადგენილი წესები და მოთხოვნები.“.

17. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 13.

საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელსაც ნებართვა მოპოვებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, მე-5 და მე-7 პუნქტებით და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „ტ“ ქვე-პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები 2006 წლის 20 იანვრიდან. ხოლო დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს 2006 წლის 1 ივნისიდან“.

18. №1, №2, №3 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

1. 2005 წლის 20 ოქტომბრამდე გაცემული ნებართვის მფლობელი დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში უფლებამოსილია საბაჟო დეპარტამენტისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ნებართვის მოქმედების ვადის ფარგლებში, ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის ნაცვლად მის მფლობელობაში არსებულ საწყობში განახორციელოს დებულების მე-2 მუხლის „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი სახის საქმიანობა, თუ დააკმაყოფილებს შესაბამის სანებართვო პირობებს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი არ საჭიროებს ახალი ნებართვის მიღებას.

2. 2005 წლის 20 ოქტომბრიდან ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ნებართვის მფლობელი დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში უფლებამოსილია საბაჟო დეპარტამენტისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ნებართვის მოქმედების ვადის ფარგლებში, მის მფლობელობაში არსებულ საწყობში განახორციელოს დებულების მე-2 მუხლის „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი სახის საქმიანობა, თუ დააკმაყოფილებს შესაბამის სანებართვო პირობებს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი არ საჭიროებს ახალი ნებართვის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებართვის მფლობელს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა.

    მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


                                                                                                                                                                      დანართი 1

საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ფორმა

მოთავსების თარიღი

საქონლის დასახელე­ბა და სასაქონ­ლო კოდი

ადგილის რაოდენო­ბა და წონა ან ოდენობა (ბრუტო), ზომის ერთეული

საქონლის თანმხლები დოკუმენტები

განაცხადის და კონტროლზე აყვანის თარიღი

სსდ-ს

საწყობიდან გაშვების თარიღი

სსდ-ს საწყობიდან გაშვებისას

საქონლის კონტროლ­ზე ყოფნის ვადა

საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი

საქონელსა და სატ­რანს­პორტო საშუალე­ბებზე წარმოებული ყველა ოპერაციის და­სახელება და თარიღი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

13.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

14.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

15.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული

საქონლის შესახებ

----------წლის ---------კვარტალი

მოთავსების თარიღი

სსდ-ს

განაცხადის და კონტროლზე აყვანის თარიღი

საქონლის დასახელე­ბა და სასაქონ­ლო კოდი

რაოდენობა მოთავსებისას (ზომის ერთეული)

რაოდენობა ანგარიშის ჩატარების თარიღის დროს

რაოდენობა საწყობიდან გაშვების დროს

ნაშთი

სსდ-ს საწყობიდან გაშვებისას

საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა

საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი

საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საწყობის საქმიანობის ნებართვის                                    უფლებამოსილი პირის თანამდებობა

მფლობელი პირის სახელწოდება                

 ------------------------------------------------------              -------------------------------------------

------------------------------------------------------                    სახელი, გვარი -------------------------------------------

-----------------------------------------------------                               ---------------------------- ხელმოწერა

                                                                      ბ.ა.

„ “ ----------------- 200--- წ. 

საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის                                       ხელმოწერა

         

                                                                      ბ.ა.

                                                           

„ “ ----------------- 200--- წ.

 

დანართი 3

საწყობში განთავსებული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის აღწერის ფორმა

მოთავსების თარიღი

ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტი­ლა­ტის დასახელე­ბა და სასაქონ­ლო კოდი

რეზერვუარის და პრო­დუქტის რაოდენობა

საქონლის თანმხლები დოკუმენტები (სსდ, ასბ და სხვა)

განაცხადის და კონტროლზე აყვანის თარიღი

სსდ-ს

საწყობიდან გაშვების თარიღი

სსდ-ს საწყობიდან გაშვებისას

საქონლის კონტროლ­ზე ყოფნის ვადა

პროდუქტზე წარმოებუ­ლი ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

13.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

14.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

15.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დანართი 4

ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის შესახებ

--------- წლის -------- კვარტალი

მოთავსების თარიღი

განაცხადის და კონტროლზე აყვანის თარიღი

სსდ-ს

ნავთობის მსუბუქი, სა­შუალო, მძიმე დისტი­ლა­ტის დასახელე­ბა და სასაქონ­ლო კოდი

რაოდენობა მოთავსე­ბისას

რაოდენობა ანგარიშის ჩატარების თარიღის დროს

რაოდენობა საწყობი­დან გაშვების დროს

ნაშთი

სსდ-ს საწყობიდან გაშვებისას

საქონლის კონტროლ­ზე ყოფნის ვადა

პროდუქტზე წარმოებუ­ლი ყველა ოპერაციის და­სახელება და თარიღი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საწყობის საქმიანობის ნებართვის                                    უფლებამოსილი პირის თანამდებობა

მფლობელი პირის სახელწოდება                

------------------------------------------------------                    -------------------------------------------

------------------------------------------------------                    სახელი,გვარი -------------------------------------------

              

---------------------------- ხელმოწერა

 

                                                 ბ.ა.

„ “ ----------------- 200--- წ. 

საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის                                      

 ხელმოწერა

         

                                                       ბ.ა.

„ “ ----------------- 200--- წ.