დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 567 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 05/07/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.010.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №567
2005 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, კრებული, №11, 1997 წ., გვერდი 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მეორე აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და წინადადებას „შეიქმნას მუნიციპალური განვითარების ფონდი“ დაემატოს სიტყვები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას მუნიციპალური განვითარების ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.“;
ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. დაევალოს საქართველოს მთავრობას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება.“.
გ) ამოღებულ იქნეს მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №210 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულება.
3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულების დამტკიცებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები