დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 486 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 22/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №486
2005 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №61, მუხ. 537) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
ა) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ცნობად იქნეს მიღებული ახალციხის რაიონის გამგეობის წინადადება და თეატრის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებამდე განხორციელდეს ახალციხის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დებულების“ მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები