დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №132 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 484 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 16/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.010.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №484
2005 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №132 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №132 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №28, მუხ. 260) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საკვალიფიკაციო გამოცდის ეტაპები და შეფასება
1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ორ ეტაპად: თავდაპირველად ბარდება ტესტური გამოცდა, ხოლო შემდეგ – წერითი გამოცდა.
2. წერითი გამოცდა ტარდება ერთ ტურად, საგამოცდო ბილეთების მეშვეობით. საგამოცდო ბილეთი შედგება ხუთი საკითხისაგან (კაზუსი).
3. საგამოცდო ბილეთის ყოველი საკითხი ფასდება ხუთქულიანი სისტემით. მაქსიმალური შეფასება არის 5 (ხუთი) ქულა, ხოლო მინიმალური – 0 (ნული) ქულა. ყოველ ბილეთზე ქულათა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 25 (ოცდახუთ) ქულას, ხოლო მინიმალური რაოდენობა – 0 (ნულ) ქულას.
4. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 15 (თხუთმეტ) ქულას.
5. საგამოცდო კომისია მხოლოდ მაშინ აფასებს წერითი გამოცდების შედეგებს, თუ დაცულია საგამოცდო წესის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში წერითი ნაშრომი შეფასდება 0 (ნული) ქულით, ან გამოსაცდელი საერთოდ მოიხსნება გამოცდიდან.
6. საგამოცდო კომისია საკვალიფიკაციო გამოცდას მიიჩნევს ჩაბარებულად, თუ გამოსაცდელმა წარმატებით ჩააბარა როგორც ტესტური, ისე წერითი გამოცდა.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები