„პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 ოქტომბრის №422 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 ოქტომბრის №422 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 483
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 15/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 110.060.080.08.002.003
  • Word
483
15/06/2005
სსმ, 72, 15/06/2005
110.060.080.08.002.003
„პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 ოქტომბრის №422 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №483

2005 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

„პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 ოქტომბრის №422 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 ოქტომბრის №422 ბრძანებულებით (სსმ III, 2002 წ., №98, მუხ. 849) დამტკიცებულ საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესსა და საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საკვალიფიკაციო გამოცდის მომზადებისა და ჩატარების სამდივნო და გამოცდაზე დასაშვებად საბუთების მიღება

3.1. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე 20 დღით ადრე გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით იქმნება პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის მომზადებისა და ჩატარების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).

3.2. სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3.3. სამდივნოს ევალება საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება.

3.4. სამდივნო არსებობას წყვეტს გამოცდის დამთავრებისა და შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.

3.5. გამოცდაზე დაშვების მიზნით განცხადების მიღება მიმდინარეობს სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში. განცხადების მიღების ბოლო დღის შემდეგ საბუთების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება და დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება.

3.6. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, აგრეთვე გამოცდაზე დაშვების მიზნით განცხადებების მიღების თარიღს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3.7. გამოცდის ჩაბარების მსურველმა სამდივნოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების შესახებ;

ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი ჩაბარებული საგნების დანართითურთ;

გ) ავტობიოგრაფია;

დ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4.

3.8. გამოცდის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე თითოეულ კანდიდატზე გაიცემა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სახელი, გვარი და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის.

3.9. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით, აგრეთვე შემოსული განცხადებების რიგითობის დაცვით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს გამოცდა დაყოს ეტაპებად.“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-4 და მე-5 მუხლები;

გ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტური გამოცდის დაწყებამდე

საგამოცდო ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხის ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ჩატარებისთვის.“;

დ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება

ტესტების პასუხებს ასწორებს სამდივნო კომპიუტერის ან სხვა საამისოდ გამიზნული ტექნიკური საშუალებების მეშვეობით.“;

ე) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. გამოცდაზე გამოცხადების დრო

15.1. გამოცდა ტარდება სამდივნოს მიერ წინასწარ გამოცხადებულ დროსა და ადგილზე.

15.2. გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე. გამოსაცდელმა თან უნდა იქონის მოქალაქის პირადობის მოწმობა და საგამოცდო ფურცელი.

15.3. გამოცდის მიმდინარეობის მეთვალყურეობას ახორციელებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ დანიშნული პირები.“;

ვ) მე-16 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 16.2. პუნქტი;

ზ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ხუთ დღეში ოფიციალურად აქვეყნებს გამოცდის შედეგებს.”;

თ) ამოღებულ იქნეს V თავი.

მ. სააკაშვილი