,,სააქციო საზოგადოება „სანატორიუმ საირმისათვის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ”

  • Word
,,სააქციო საზოგადოება „სანატორიუმ საირმისათვის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 472
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 10/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.08.002.003
  • Word
472
08/06/2005
სსმ, 69, 10/06/2005
240.060.000.08.002.003
,,სააქციო საზოგადოება „სანატორიუმ საირმისათვის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №472

2005 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „სანატორიუმ საირმისათვის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ

1. სააქციო საზოგადოება „სანატორიუმ საირმეს“ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად –  1 (ერთი) ლარად გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება – კურორტ საირმის პირველ კორპუსში არსებული ფართობი (მისამართი: ბაღდათის რაიონი, კურორტი საირმე, ნაკვეთი 001).

2. ზემოაღნიშნული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს სააქციო საზოგადოება „სანატორიუმ საირმის“ საკუთრებაში არსებული №2 კორპუსის კუთვნილი მიწის ნაკვეთის და ამავე კორპუსის  წინა და უკანა ფასადების მიმდებარე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის ჩუქება (უსასყიდლოდ გადაცემა), რაც გათვალისწინებულია „უძრავი ქონების ჩუქების დაპირების შესახებ“ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „სანატორიუმ საირმეს“ შორის 2005 წლის 27 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

მ. სააკაშვილი