დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 466 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 69, 10/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.080.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №466
2005 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ. 330) დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრულ პირთა და ობიექტთა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.“.
2. დებულების მე-5 მუხლის „ზ” და „თ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ახორციელებს კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემით საქართველოს პრეზიდენტის უწყვეტი, დახურული, გარანტირებული სატელეფონო, დოკუმენტური და რადიოკავშირით უზრუნველყოფაზე;
თ) ახორციელებს კონტროლს უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა (რომელთა დაცვასაც ახორციელებს სამსახური) სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის შეტყობინებათა დაცულობის, საიმედოობისა და ოპერატიულობის უზრუნველყოფაზე.”
3. დებულების მე-6 მუხლის „ი” და ,,ნ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის საშუალებით საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემას, რისთვისაც თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც აწარმოებენ სპეციალურ გამოკვლევებს აღნიშნულ სფეროში;
ნ) აუცილებლობის შემთხვევაში მოიზიდავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებათა ძალებსა და საშუალებებს;“.
4. დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან სამსახურის საშტატო შემადგენლობაში შემავალი შესაბამისი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები (ჩარიცხვის გარეშე დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლები).“.
5. დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება იყოს სამსახური, სამმართველო, აპარატი, ქვედანაყოფი, განყოფილება (დამოუკიდებელი) ან სხვა დანაყოფი ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურის შესაბამისად.“.
6. დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15.
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული დანაყოფებისაგან:
ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველო;
ბ) პირველი სპეციალური სამმართველო;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის სპეციალური სამსახური;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის სპეციალური სამსახური;
ე) პირადი დაცვის სამმართველო;
ვ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო;
ზ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველო;
თ) ოპერატიული სამმართველო;
ი) კადრების სამმართველო;
კ) სპეციალური კავშირების სამმართველო;
ლ) ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველო;
მ) დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვისა და ოპერატიული მართვის სამმართველო;
ნ) პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების და ინსპექტირების სამმართველო;
ო) სამედიცინო სამმართველო;
პ) სამეურნეო სამმართველო;
ჟ) საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო;
რ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი;
ს) სამსახურის აპარატი;
ტ) საფინანსო განყოფილება;
უ) პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრი.
2. სამსახურის მმართველობის სფეროშია საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო“, რომლის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.
7. დებულების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო და ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფა, გარდა პირადი დაცვის თანამშრომელთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ღონისძიებებისა.“.
8. დებულების მე-16 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სპეციალური კავშირების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირებით უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო-სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში;
გ) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა.“.
9. დებულების მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:
„18. პირად მცველთა მომზადებისა და გადამზადების სასწავლო ცენტრის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპლექსური სასწავლო-საწვრთნელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული პერიოდულობის მიხედვით;
ბ) პირადი დაცვის თანამშრომელთა ფიზიკური, საცეცხლე, თეორიული და ტაქტიკური მომზადების უზრუნველყოფა;
გ) თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება პირადი დაცვის თანამშრომელთა საბრძოლო მზადყოფნის ფორმის შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით;
დ) პირადი დაცვის თანამშრომელთათვის დაცვითი ღონისძიებების სპეციფიკურობის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების შესწავლა, პროფესიული ჩვევების დახვეწა განსაკუთრებულ პირობებში სათანადო რეაგირებისათვის, გამოსაცდელი ნორმატივების ჩაბარება მომზადების ან პროფესიული გადამზადების ცალკეული ეტაპის დასრულების შემდეგ.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები