,,საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 აპრილის №145 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 აპრილის №145 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 10/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 440.020.060.08.002.003
  • Word
459
07/06/2005
სსმ, 69, 10/06/2005
440.020.060.08.002.003
,,საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 აპრილის №145 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №459

2005 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო  საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 აპრილის №145 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელ-მწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის  23 აპრილის №145 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №44,  მუხლი 382) და აღნიშნული ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული მათემატიკა-საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგობრივი კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

 

მათემატიკა-საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგობრივი კომისია

ნოდარ მითაგვარია – ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის თავმჯდომარე

თენგიზ ბერიძე – ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, აკადემიკოსი

არნოლდ გეგეჭკორი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის  კათედრის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დავით კერესელიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ავთანდილ ოქროსცვარიძე – ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

შოთა სამსონია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

რომან შაქარიშვილი – თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ალექსანდრე ხარაზიშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

კოხტა ჯაფარიძე – კიბერნეტიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, აკადემიკოსი

გიორგი ჯაფარიძე – ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

მ. სააკაშვილი