დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 435 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 02/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 02/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №435
2005 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ვმო) საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის, ურთიერთობათა წარმართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 26 მარტის №113 ბრძანებულების პირველი პუნქტი და მე-11 პუნქტით დამტკიცებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის დებულება;
ბ) „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 აპრილის №172 ბრძანებულების მე-2 და მე-4 პუნქტები.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები