„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 67, 02/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.08.002.003
  • Word
395
30/05/2005
სსმ, 67, 02/06/2005
010.210.000.08.002.003
„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №395

2005 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებით (სსმ III, 22.07.04, №74) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვების „განიხილება იმ შემთხვევაში, თუ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან“ და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან არის რაიმე განსაკუთრებული გარემოება და არსებობს შეწყალების საკითხთა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება.“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.“;

გ) მე-7 მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. არასრულწლოვანი პირის შეწყალების შუამდგომლობა (თხოვნა) განიხილება რიგგარეშე და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღება პირის ფსიქიკური განვითარების დონე, ცხოვრებისა და აღზრდის პირობები და სხვა პიროვნული თავისებურებანი.“.

2. არასრუწლწოვანი პირის მიმართ, რომელსაც შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა (თხოვნა) შემოტანილი აქვს ამ ბრძანებულების ძალაში შესვლამდე, ვრცელდება ამ ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნები. არასრულწლოვან პირს, რომელსაც ამ ბრძანებულების ძალაში შესვლამდე უარი ეთქვა შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) დაკმაყოფილებაზე, შეუძლია განმეორებითი შუამდგომლობის (თხოვნის) შეტანა „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლით დადგენილი ვადის დაუცველად.

მ. სააკაშვილი