,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ”

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 67, 02/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
  • Word
394
30/05/2005
სსმ, 67, 02/06/2005
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №394

2005 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას” შექმნის შესახებ

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ სხივის ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დელტას საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი).

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი) ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტას დებულება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ალ. ალექსიშვილი) უზრუნველყოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ სხივისსარგებლობაში არსებული ქონების, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტასათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.

5. ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების სფეროში საქმიანობის კოორდინაცია დაევალოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას.

6. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი