დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესხებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 იანვრის №18 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 377 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 30/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.020.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №377
2005 წლის 26 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 იანვრის №18 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 იანვრის №18 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 4955 კაცით, კერძოდ:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში – 4500 კაცით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფებში – 455 კაცით.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინარსის 31 მუხლი:
„31. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად გათვალისწინებულ იქნეს 420 წვევამდელი.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები