დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 23/05/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №363
2005 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2003 წ., №126, მუხლი 1050) დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ ნუსხაში, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და ნუსხის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში:
1. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
2. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე;
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
4. საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი;
5. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორი.”.
2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები