დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 362 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 23/05/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №362
2005 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2001 წ., №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და II1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო თანამდებობები:
მუხლი 71. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე;
გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
დ) საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი;
ე) დეპარტამენტის დირექტორი.
მუხლი 72. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
ბ) განყოფილების უფროსი;
გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე;
დ) მთავარი მრჩეველი;
ე) მთავარი სპეციალისტი;
ვ) წამყვანი სპეციალისტი.
მუხლი 73. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სპეციალისტი;
ბ) ბუღალტერი;
გ) მოლარე.“.
2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები