დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებაში, ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 357 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 19/05/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.050.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №357
2005 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებაში, ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №135, 2004 წ., მუხ. 1203) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;
ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;
გ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
დ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების შესასრულებლად;
ე) წარმართავს აპარატის საქმიანობას, ახორციელებს აპარატის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე. ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ზ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩევლისა და აპარატის დეპარტამენტის დირექტორების კანდიდატურებს;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის სხვა მოხელეებს, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს;
ი) უფლებამოსილია გასცეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მუშაობის ნებართვა;
კ) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია;
ლ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ;
მ) ამტკიცებს აპარატის შინაგანაწესს;
ნ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის შესაბამის საკლასო ჩინებს;
ო) განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;
პ) წარადგენს წინადადებებს აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე;
ჟ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;
რ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგს;
ს) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მუდმივ ან დროებით საუწყებათაშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;
ტ) კოორდინაციას უწევს მუდმივი ან დროებითი კომისიების საქმიანობას. უფლება აქვს ცალკეულ დავალებათა შესრულების ვადით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
უ) აბარებს ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტს აპარატის საქმიანობის შესახებ;
ფ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.
4. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებასა და კომპეტენციებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
5. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე.”.
2. ბრძანებულებით დამტკიცებული ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი
| № | თანამდებობა | საშტატო კატეგორია | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო | |
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | ||||
| 1 | საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი | მთავარი საჯარო თანამდებობა | 1 | 950.00 | 2980.00 |
| 2 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე | მთავარი საჯარო თანამდებობა | 1 | 810.00 | 2100.00 |
| 3 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე | მთავარი საჯარო თანამდებობა | 2 | 800.00 | 2000.00 |
| 4 | საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი | გენერალ-მაიორი | 1 | 750.00 | 1900.00 |
| 5 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 2 | 450.00 | 780.00 |
| 6 | წამყვანი სპეციალისტი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 390.00 | 480.00 |
| 7 | სპეციალისტი | უფროსი საჯარო თანამდებობა | 3 | 220.00 | 380.00 |
| სულ: | 11 |
| |||
სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი
| მთავარი საჯარო თანამდებობა | 1 | 700.00 | 1500.00 |
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 605.00 | 950.00 |
| სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილება | |||||
| 3 | განყოფილების უფროსი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 580.00 | 780.00 |
| 4 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 5 | 450.00 | 680.00 |
| შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილება | |||||
| 5 | განყოფილების უფროსი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 580.00 | 780.00 |
| 6 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 2 | 450.00 | 680.00 |
| ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება | |||||
| 7 | განყოფილების უფროსი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 580.00 | 780.00 |
| 8 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 2 | 450.00 | 680.00 |
| ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილება | |||||
| 9 | განყოფილების უფროსი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 580.00 | 780.00 |
| 10 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 3 | 450.00 | 680.00 |
| სულ დეპარტამენტში: | 18 |
| |||
თავდაცვის განვითარების დეპარტამენტი
| № | თანამდებობა | საშტატო კატეგორია | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო | |
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | ||||
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | მთავარი საჯარო თანამდებობა | 1 | 700.00 | 1500.00 |
| ბრიგადის გენერალი | |||||
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 2 | 605.00 | 950.00 |
| პოლკოვნიკი | |||||
| თავდაცვის საკითხთა განყოფილება | |||||
| 3 | განყოფილების უფროსი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 580.00 | 780.00 |
| პოლკოვნიკი | |||||
| 4 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 3 | 450.00 | 680.00 |
| პოლკოვნიკი | |||||
| სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება | |||||
| 5 | განყოფილების უფროსი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 580.00 | 780.00 |
| პოლკოვნიკი | |||||
| 6 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 2 | 450.00 | 680.00 |
| პოლკოვნიკი | |||||
| სულ დეპარტამენტში: | 10 |
| |||
საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი
| № | თანამდებობა | საშტატო კატეგორია | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო | |
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | ||||
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | მთავარი საჯარო თანამდებობა | 1 | 700.00 | 1500.00 |
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 605.00 | 950.00 |
| 3 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 5 | 450.00 | 680.00 |
| სულ დეპარტამენტში: | 7 |
| |||
ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი
| № | თანამდებობა | საშტატო კატეგორია | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო | |
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | ||||
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | მთავარი საჯარო თანამდებობა | 1 | 700.00 | 1500.00 |
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 605.00 | 950.00 |
| 3 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 4 | 450.00 | 680.00 |
| სულ დეპარტამენტში: | 6 |
| |||
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
| № | თანამდებობა | საშტატო კატეგორია | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო | ||
|
|
|
|
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | |
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | მთავარი საჯარო თანამდებობა | 1 | 700.00 | 1500.00 | |
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 605.00 | 950.00 | |
| საორგანიზაციო, იურიდიულ საკითხთა და კადრების განყოფილება | ||||||
| 3 | განყოფილების უფროსი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 580.00 | 780.00 | |
| 4 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 2 | 450.00 | 680.00 | |
| 5 | წამყვანი სპეციალისტი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 390.00 | 480.00 | |
| 6 | სპეციალისტი | უფროსი საჯარო თანამდებობა | 2 | 220.00 | 380.00 | |
| საფინანსო-სამეურნეო განყოფილება | ||||||
| 7 | განყოფილების უფროსი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 580.00 | 780.00 | |
| 8 | მთავარი მრჩეველი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 450.00 | 680.00 | |
| 9 | წამყვანი სპეციალისტი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 390.00 | 480.00 | |
| 10 | ბუღალტერი | უფროსი საჯარო თანამდებობა | 1 | 350.00 | 450.00 | |
| 11 | მოლარე | უფროსი საჯარო თანამდებობა | 1 | 300.00 | 380.00 | |
| საქმისწარმოებისა და საიდუმლოების დაცვის განყოფილება | ||||||
| 12 | განყოფილების უფროსი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 1 | 580.00 | 780.00 | |
| 13 | მთავარი სპეციალისტი | წამყვანი საჯარო თანამდებობა | 2 | 400.00 | 550.00 | |
| 14 | სპეციალისტი | უფროსი საჯარო თანამდებობა | 3 | 220.00 | 380.00 | |
| სულ დეპარტამენტში: | 19 |
| ||||
| სულ აპარატში: | 71 |
| ||||
3. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები