დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 325 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 13/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №325
2005 წლის 12 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წელი, №402, მუხლი 44) დამტკიცებულ „საწარმოთა მართვის სააგენტოს სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესში“ და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კონკურსის გარეშე სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს (საწარმოების) აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ:
ა) საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მაგრამ მარტო იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ საწარმოს ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მისი გადაცემის პროცესის დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვიოს და ამასთან, არსებობს ინვესტორი (ინვესტორები), რომელიც აშკარად გაცილებით უკეთეს რეალურ პირობებს სთავაზობს სახელმწიფოს, ვიდრე ეს შესაძლებელია დროის მოცემულ მომენტში ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებზე აფხაზეთისა და/ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ასევე სხვა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებზე, შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ან საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან შეთანხმების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო, კომუნალური და სხვა სახის მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები