,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 24/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.000.399
  • Word
16
23/01/2006
სსმ, 9, 24/01/2006
330.130.000.10.003.000.399
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №16

2006 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხ. 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მშენებლობის, კერძოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გაიცემა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟისათვის.”.

2. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა”, ბ”, გ”, ე”, თ”, ი”, კ”, მ”, ო”, ჟ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და ისტორიისა და კულტურის ძეგლების შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენენ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს, ქალაქთმშენებლობითი ობიექტების გაცემის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის ინფორმაცია. არქეოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის, ასევე საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ორგანიზების თაობაზე; კვლევითი სამუშაოები ხორციელდება ორი მიმართულებით:

ა) საველე-საკვლევი და წინასწარი კამერალური სამუშაოები;

ბ) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევა.”.

3. მე-11 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.”.

4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემისას ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საკითხს იხილავს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო.”.

მუხლი 2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 18 თვეში ქ. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისათვის შეიმუშაოს ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმები.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               ზ. ნოღაიდელი