დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 13/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/05/2005 - 14/06/2013)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №319
2005 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი (შემდგომში – თეატრი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს უძრავ-მოძრავი ქონებისა და შესაბამის შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ფართობის ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ცნობად იქნეს მიღებული ქალაქ თბილისის მთავრობის წინადადება და თეატრის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებამდე განხორციელდეს ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები