დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 307 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 05/05/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 05/05/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.210.040.08.002.003 |
სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 010.210.040.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №307
2005 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წელი, №17, მუხ. 167) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;
ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა საქმიანობის წესს განსაზღვრავს და მათ შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს ადმინისტრაციის უფროსი.
12. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.“;
გ) მე-13 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციურ მოვალეობებს;“;
„თ) საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს;“;
დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.“;
ე) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები